• იანვარი 28, 2022 10:09 pm

გია გეგუჩაძე ლევან მჭედლიძეზე: “ტრავმებმა შეაწუხეს, მასთან საუბარს ვგეგმავ”

საფეხბურთო კლუბ ბათუმის ”დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ლევან მჭედლიძის თაობაზე ისაუბრა. კითხვაზე რამდენად რეალურია ლევან მჭედლიძის გუნდიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გამოცდილმა სპეციალისტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ ”ემპოლის” ექს-ფორვარდს კვლავ ტრავმა აწუხებს და მასთან საუბარს გეგმავს.

ლევან მჭედლიძე ბათუმის ”დინამოს” ფეხბურთელი გასულ ზამთარში გახდა. 31 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია, საერთო ჯამში მინდორზე 68 წუთი გაატარა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ექს-ფორვარდს ასევე უთამაშია ”ემპოლიში”, ”პალერმოსა” და თბილისის ”დინამოში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.