გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში ბრუნდება და „მეცის“ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გახდება – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა republicain-lorrain წერს.

„გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გასულ შაბათს „ვაასლან-ბევერენს“ ორი გოლი გაუტანა, „სერენში“ განსაკუთრებული სეზონი ჩაატარა. მას ფრანგულ „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. 20 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ „სტად სენ-სიმფორენზეც“ („მეცის“ საშინაოა რენა) გაიბრწყინებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

ამის შესახებ თავად გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.

„მიხარია, რომ კარგი სეზონი მქონდა და „სერენს“ ასეთი კარგი თამაშით დავემშვიდობე. მე გუნდში იმედებით მოვედი და ძალიან ბედნიერი წამოვედი“.

„მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის (ლიგა 1) 36 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-10 ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვებასაც ვერ ახერხებს და ლიგიდან გავარდნის საფრთხეც თავიდან აიცილა.