• იანვარი 21, 2022 11:47 am

ტოჩინოშინის მე-2 მარცხი ნაცუ ბაშოზე

სუმოს წლის მე-3 სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა მე-3 შეხვედრა ჩაატარა.

ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ლევან გორგაძე მე-7 მაეგაშირა ექს-სეკივაკე ტაკარაფუჯისთან დამარცხდა.

იაპონელმა სუმიტორმა ჩვენებურს ოშიდაშით მოუგო.

გორგაძეს მიმდინარე მაისის ბაშოზე 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ხვალ, ტოჩინოშინი დოჰიოზე მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმის წინაშე დადგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.