• იანვარი 21, 2022 10:48 am

სალომი დიმოპულუ “პაოკში თამაში იყო ჩემი მიზანი , რომელიც ავისრულე”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” ფეხბურთელს, სალომი დიმოპულუს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა და სრულყოფილი პასუხებიც მოგვაწოდა.

 

რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება?– ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ,მაგრამ პროფესიონალურ დონეზე თამაში 15წლიდან დავიწყე. სიმართლე რომ გითხრათ,მეოცნებე არასდროს ვყოფილვარ,მხოლოდ მიზნები მქონდა,რომლებიც ნელ-ნელა სისრულეში მომყავს.

 

იყო თუ არა ვინმე წინააღმდეგი გეთამაშათ ფეხბურთი და როგორ მოხვედით აქამდე, ამ შესაძლებლობამდე რაც ამჟამად გაქვთ? – ოჯახიდან იყო წინააღმდეგობა , უყურადღებობაც,მაგრამ როდესაც ოჯახმა დაინახა,რომ ჩემი საქმე მიყვარდა და წარმატებას ვაღწევდი,მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. დღეს არცერთ ჩემს თამაშს არ ტოვებენ და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან .

 

როგორ შეაფასებდით საქართველოში შიდა ჩემპიონატის სიძლიერეს? – შიდა ჩემპიონატი ყოველ წელს უკეთესი ხდება,წელს ლიგაც დაემატა , კონკურენცია,მაყურებელთა რიცხვიც და ინტერესიც გაიზარდა.

 

გქონიათ თუ არა შემოთავაზება უცხოური კლუბებიდან? რომელ გუნდში თამშზე ოცნებობთ? – უცხოურ გუნდში ნათამაშები მაქვს უკვე,საბერძნეთში,პაოკში . როგორც უკვე აღვნიშნე,ოცნებები არ მაქვს,პაოკში თამაში იყო ჩემი მიზანი , რომელიც ავისრულე.

 

-დაასახელეთ სიმბოლურად ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი ქალი,მამაკაცი? – მამაკაცებში – რონალდინიო,ზიდანი,მალდინი.

ქალებში – მორგანი, მარტა , რაპინო

 

-როგორ ხვდება საზოგადოება იმ ფაქტს, რომ ქალი ფეხბურთელი ხართ? ახდენს თუ არა გავლენას თქვენს კარიერული წინსვლაზე? – ადრე ნეგატიური და სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ,ახლა შედარებით შეიცვალა ეს. კარიერულ წინსვლაზე რა თქმა უნდა გავლენას ახდენს,საზოგადოების ეს დამოკიდებულება განაპირობებს იმას,რომ ქალთა ფეხბურთს ნაკლები სერიოზულობით უყურებენ და ჩვენი პირობები რადიკალურად განსხვავდება კაცი ფეხბურთელების პირობებისგან.

 

რას ფიქრობთ რა არის თქვენი მაქსიმუმი კარიერის ბოლოს? რა გეგმები გაქვთ დასახული? – როდესაც კარიერას დავასრულებ,როგორც ფეხბურთელი,გავაგრძელებ,როგორც მწვრთნელი. აღვზრდი ახალ თაობას და ჩემს წვლილს ასე შევიტან ჩემს საქმეში.

 

როგორ დაახასიათებთ ლანჩხუთის სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელებს? – ახლა უფრო დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს გუნდს, ინვენტარი გაუმჯობესდა,მოედანიც და ვარჯიშის ხარისიხიც. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები გვყავს,უყვართ თავიანთი საქმე და მაქსიმალურად იხარჯებიან სტადიონზე.

 

ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ და რას ეტყოდით მათ? – პირველ რიგში,მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს,მათი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. მაქსიმალურად ვეცდებით იმედები გავუმართლოთ და ვასახელოთ ლანჩხუთი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.