• იანვარი 21, 2022 11:26 am

ეთო ფხალაძე “მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვითამაშებთ ლიგა 2-ში”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “მარნეულის ალგეთის” მარცხენა ნახევარმცველს, ეთო ფხალაძეს, გუნდი ახალი შექმნილია და წარმატებებს ვუსურვებთ.

 – რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი?   -ფეხბურთის თამაში დავიწყე პატარაობიდან, ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად როგორც ყველა გოგო. ფეხბურთს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი უკავია.

რამ ან ვინ გადაგაწყვეტინათ, გამხდარიყავით ფეხბურთელი? -ჩემმა ძმამ გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი ფეხბურთელი.

-ელოდით თუ არა საკუთარი თავისგან იმ შესაძლებლობას, რაც ამჟამად გაქვთ? -არ ველოდი, მაგრამ ვცდდილობ ყველაფერი კარგად წარვმართო რადგან ეს ჩემი პროფესიაა.

-რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია?  – ვთამაშობ მარცხენა ნახევარმცველად, ადვილი არაა ეს პოზიცია მაგრამ ვცდილოფ რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

რა არის თქვენი ოცნება, სამომავლო გეგმები, ფეხბურთთან დაკავშირებით?   –მინდა რომ გავხდე წარმატებული ფეხბურთელი და ვითამაშო მანჩესტერ უნაიტედის ქალთა გუნდში .

-როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი?  – ჩემი აზრით ძალიან კარგია.

როგორ შეაფასებდით საქართველოში შიდა ჩემპიონატის დონეს?  -საქართველოს შიდა ჩემპიონატის დონე კარგია მაგრამ , რაც უფრო მეტი აქტივობები იქნება, მით უფრო მეტი გოგონა იქნება დაინტერესებული ამ პროფესიით.

-თქვენი გუნდი ახალი შექმნილია, რას ფიქრობთ,თქვენ გუნდზე და გუნდის წევრებზე?   – რაც შეეხება ჩვენ გუნდს და გუნდის წევრებს, ვართ ძალიან მოტივირებულები და ვფიქრობ რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვითამაშებთ ლიგა 2 – ში

საყვარელი გუნდი, ფეხბურთელი, როგორც უცხოეთში ასევე საქართველოში? – საყვარელი გუნდი არის ბარსელონა, ხოლო საყვარელი ფეხბურთელი ალექს მორგანი , საქართველოში კი ეთო სულაშვილი .

თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული? -თავისუფალ დროს ისევ ბურთთან ვატარებ.

 

20 thoughts on “ეთო ფხალაძე “მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვითამაშებთ ლიგა 2-ში””

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.