• იანვარი 27, 2022 1:44 pm

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზები.

პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზი და ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რომლებიც კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებას ესაჭიროება.

სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ასევე პარკინგის მოწყობა.

სპორტკომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ივარჯიშონ კეთილმოწყობილ გარემოში და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ზუგდიდის სპორტული კომპლექსის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება დაახლოებით 11.3 მილიონი ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.