• იანვარი 21, 2022 10:55 am

ნიკოლოზ ბასილაშვილს რომის მასტერსის პირველივე წრეში ძლიერი მეტოქე შეხვდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომის საჩოგბურთო ტურნირზე გამოვა.

ბასილაშვილი რომის მასტერზე 1/32 ფინალიდან ჩაერთვება.

კენჭისყრის შედეგად, ჩვენებურს პირველივე წრეში ძლიერი მეტოქე შეხვდა.

ბასილაშვილის მოწონააღმდეგე ATP-ს რეიტინგის მე-9 ჩოგან მატეო ბერეტინის იქნება.

ბერეტინიმ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მადრიდის მასტერსზე შესანიშნავად იასპარეზა და 1000-იან ტურნირზე მხოლოდ ერთი ფინალური ორთაბრძოლა წააგო.

ბასილაშვილი კი იმავე ტურნირს პირველ წრეში დაემშვიდობა.

აქამდე ბერეტინი და ბასილაშვილი ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან.
ორი შეხვედრა ქართველმა ჩოგბურთელმა, ორიც კი აპენინელმა მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მატეო ბერეტინის ორთაბრძოლა 11 მაისს, შედგება.
დაპირისპირება თბილისის დროით, 12:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.