• იანვარი 21, 2022 11:14 am

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე სუმოს წლის მე-3 სუპერტურნირ ნაცუ ბაშოს მეორე დღეს ქართველმა ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება იზეიმა.

მე-7 მაეგაშირა ტოჩინოშინმა მე-8 მაეგაშირა იაპონელი ცურუგიშო დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ქართველ რიკიშის მაისის ბაშოზე თანაბარი ბალანსი 1-1 გაუხდა.
გორგაძეს იმისათვის, რომ ტურნირზე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს კიდევ 7 მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.