• იანვარი 21, 2022 11:43 am

ალექსანდრ ზვერევი მადრიდის ჩემპიონია

მადრიდის მასტერსის ჩემპიონი გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი გახდა.

ზვერევმა ტურნირის გადამწყვეტი ბრძოლა იტალიელ მატეო ბერეტინისთან მოიგო.

გერმანელმა მეტოქეს 3-სეტში 7-6, 6-4, 6-3 სძლია.

ალექსანდრ ზვერევმა მადრიდის მასტერსზე 5 შეხვედრა მოიგო.
მან ერთმანეთის მიყოლებით იაპონელი კეი ნიშიკორი, დიდი ბრიტანელი დანიელ ევანსი, ესპანელი რაფაელ ნადალი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ზემოთნახსენები მატეო ბერეტინი დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.