აპრილი 16, 2024

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტად მაკფადენმა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში გამართულ ფინალურ ორთაბრძოლაში მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსმა” თურქული ,,პინარ კარსიაკა” 64:59 დაამარცხა.

ტად მაკფადენმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში 13:11 წუთი ითამაშა და 5 ქულა და 1 პასი მიითვალა.

,,სან პაბლო ბურგოსმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *