• იანვარი 28, 2022 9:37 pm

200-ზე მეტი გოლი ბუნდესლიგაში ,,ბაიერნის” მაისურით და ,,ოქროს ბუცის” მომავალი მფლობელი – რობერტ ლევანდოვსკი გოლების მანქანა

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ,,გლადბახის” კარში პოლონელმა სუპერფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ 3 გოლი გაიტანა.

ჰეთთრიკის შესრულების შემდეგ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის გათამაშებაში 39 გოლი დაუგროვდა და ,,ოქროს ბურთის” მოპოვების საკითხი წარმატებით გადაჭრა.

ბოლო ტურში გატანილი გოლების ჩათვლით
რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მიუნხენის ,,ბაიერნის” მაისურით 200 გოლს გადააჭარბა.
ამჟამად პოლონელის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ბავარიელთა რიგებში 201 გოლი ფიქსირდება.

სულ ლევანდოვსკის ყველა ტურნირზე ,,ბაიერნის” შემადგენლობაში 298 გოლი აქვს გატანილი.

პოლონელი
,,ბაიერნამდე”
,,დორტმუნდის” ღირსებას იცავდა და ორივე გუნდში გატანილი გოლების შეკრებით, მას ბუნდესლიგაში მეტოქის კარი 327-ჯერ აქვს დალაშქრული.

რაც შეეხება ,,ოქრო ბუცის” პრიზს.
ამ პრიზს მსოფლიოს მაშტაბით ქვეყნის ჩემპიონატებში საუკეთესო ბომბარდირს გადასცემენ. ასევე ითვლება ჩემპიონატის კოეფიციენტიც.

ამ დროისთვის რობერტ ლევანდოვსკის 39 გოლი აქვს გატანილი, რაც 78 ქულას უდრის.
,,ბაიერნის” გოლეადორი მე-2 ადგილზე მყოფ ,,ბარსელონას” არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის 11 გოლით და 22 ქულით უსწრებს.
ძნელი წარმოსადგენია ლა ლიგის დარჩენილ 3 ტურში ლიონელ მესიმ 11 ან 12 გოლი გაიტანოს, ასე რომ შეგვიძლია ლევანდოვსკის ,გერმანიის ჩემპინობისა და ბუნდესლიგის ბომბარდირობის გარდა ,ოქროს ბუციც” მიულოცოთ.

ესეც 2020/21 წლის სეზონის მსოფლიოს მაშტაბით ბომბარდირთა სიის ხუთეული:

#1 რობერტ ლევანდოვსკი (,,ბაიერნი”, პოლონეთი) |39 გოლი – 78 ქულა.

#2 ლიონელ მესი (,,ბარსელონა”, არფენტინა)
28 გოლი – ქულა 56

#3 კრისტიანუ რონალდუ (,,იუვენტუსი, პორტუგალია)
გოლი 27 – ქულა 54

#4 ერლინგ ჰალანდი (,,დორტმუნდი”, ნორვეგია)
25 გოლი – ქულა – 50

#5 ანდრე სილვა (,,აინტრახტი”, პორტუგალია)
25 გოლი – ქულა 50

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.