• იანვარი 25, 2022 4:24 pm

ეკატერინე ხარაიშვილი – ,,ჩემი გუნდით და მწვრთნელებით ვამაყობ. ძალიან შეკრული და მებრძოლი გუნდი ვართ”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ნორჩი დინამოს” ფეხბურთელ ეკატერინე ხარაიშვილს და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება?

– პროფესიონალურ დონეზე თამაში 14 წლიდან დავიწყე. თუმცა როგორც ყველა გოგო მეც ბიჭებთან ერთად უფრო პატარა ასაკიდან ვთამაშობდი.

– როგორ შეაფასებდით საქართველოში შიდა ჩემპიონატის სიძლიერეს?

– 2021 წელს პირველად არის საქართველოს ქალთა ჩემპინატში 1 და 2 ლიგა რაც ძალიან კარგია, ლიგა 1 ში 8 გუნდი მონაწილეობს,რომლებიც იბრძვიან უკეთესი შედეგისთვის, ამიტომ დადებითად შევაფასებდი. ყველა თამაში დაძაბული და საინტერესოა,გოგოებს კი მოდუნების საშუალება არ აქვს,რაც მათ უკეთესს კონდიციაზე აისახება.

– გქონიათ თუ არა შემოთავაზება უცხოური კლუბებიდან? რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობთ?

– ჯერჯერობით არ ვფიქრობ კარიერის უცხოეთში გაგრძლებაზე, სხვა გეგმები მაქვს თუმცა სამომავლოდ ვნახოთ. მე როგორც ბარსას გულშემატიკვარი, ოცნების გუნდიც ის არის.

– დაასახელეთ სიმბოლურად ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი ქალი, მამაკაცი?

– ლიონელ მესი,მარადონა. ქალი-მორგანი.

– როგორ ხვდება საზოგადოება იმ ფაქტს, რომ ქალი ფეხბურთელი ხართ? ახდენს თუ არა გავლენას თქვენს კარიერული წინსვლაზე?

– თავდაპირველად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, თუმცა ახლა ნაწილობრივ შეიცვალა სიტუაცია,რაც მისასალმებლია. ბავშობაში მოქმედებდა, თუმცა ახლა არა.

-რას ფიქრობთ, რა არის თქვენი მაქსიმუმი კარიერის ბოლოს? რა გეგმები გაქვთ დასახული?

-გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, ამას საიდუმლოდ დავტოვებ.

-როგორ დაახასიათებთ სამწვრთნელო შტაბს. ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს?

– მინდა აღვნიშნო რომ ჩემი გუნდით და მწრთვნელებით ვამაყობ. ძალიან შეკრული და მებრძოლი გუნდია, წლიდან წლამდე ვითარდებიან და ცდილობენ უკეთესები იყვნენ, რაც შეეხება მწვრთნელებს პროფესიონალები არიან, ჩვენი განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ, გვაქვს სრულფასოვანი ვარჯიშები, რაც გუნდის ხარისხზეც ისახება. მადლობა გულშემატკივრებსაც გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.