• იანვარი 21, 2022 11:21 am

ჩემპიონმა ,,ინტერმა” ,,სამპდორიას” გადაუარა

იტალიის სერიას A-ს წლევანდელმა ჩემპიონმა მილანის ,,ინტერმა” სკუდეტოს მოპოვების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

ანტონიო კონტეს ბიჭებმა გენუის ,,სამპდორია” არ დაინდეს და 5:1 გადაუარეს.

შეხვედრაში მილანელთა ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი გამოირჩა.
სამხრეთ ამერიკელმა დუბლი გაიფორმა.
კლაუდიო რანიერის გუნდის კარში თითო გოლი რობერტო გალიარდინიმ, ანდრეა პინამონტიმ და არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.

წელს ,,ინტერი” იტალიის ჩემპიონი 11-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.
მილანელებმა სკუდეტო 4 ტურით ადრე გაინაღდეს.

ამჟამად, ,,ინტერს” 85 ქულა გააჩნია.

,,ინტერი” 5:1 ,,სამპდორია”
4′ გალიარდინი (1-0), 26′
სანჩესი (2-0),
35′ კეიტა (2-1), 36′ სანჩესი (3-1), 61′ პინამონტო (4-1), 70′ ლაუტარო მარტინესი პენ. (5-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.