მარტი 28, 2024

ჯაბა ჯიღაურის გოლმა გადაწყვიტა ორი „დინამოს“ მატჩის ბედი, რომელიც ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართა. ბათუმელებმა თბილისელებს უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.

ჯაბა ჯიღაურმა 42-ე წუთზე სტუმართა კარი აიღო, რაც ორი „დინამოს“ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გამოდგა.

„ჩემთვის ამ გოლს უპირველესად დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა. დაძაბულობამ პიკს მაიღწია. მინდა გამარჯვება ბათუმის „დინამოს“ და მის გულშემატკივარს მივულოცო. ეს ის ფეხბურთი იყო, რისთვისაც ვთამაშობთ. ძალიან დიდი სიამოვნებაა ამდენი გულშემატკივრის წინაშე თამაში, როდესაც მთელი თამაშის განმავლობაში მხურვალედ გიჭერენ მხარს. ასეთ დროს არ გაქვს უფლება, წამითაც რომ მოდუნდე და კონცენტრაცია დაკარგო, ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ აძლევს“, – ამბობს ჯაბა ჯიღაური.

მან მეტოქეზე და ბათუმელთა ამოცანაზე ილაპარაკა: „ჩვენ კარგი მეტოქე გვყავდა, „დინამო თბილისი“ კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ ბათუმის დინამომ“ ყველა თამაში მოიგოს და ჩემს გუნდს წარმატებას ვუსურვებ“.

12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 25 ქულა დააგროვა, რამდენიც „დინამო თბილისმა“ (25 ქულა), მაგრამ ორივე შეხვედრა მოუგო და პირველ ადგილზე დაწინაურდა, ჯაბა ჯიღაურმა კი მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და პლუს ოთხი საგოლე გადაცემა აქვს გააკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *