• იანვარი 18, 2022 4:50 pm

გიორგი მიქაუტაძემ თავისი გუნდი ბელგიის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძის ,,სერენმა” ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელ ფლეი-ოფში ,,ვაასლანდ ბევერენს” აჯობა და მომავალი სეზონიდან ჟუპილერ ლიგაში ითამაშებს.

ფლეი-ოფის პირველ მატჩში (1:1) ,,სერენი”  წაგებისაგან ქართველმა ფორვარდმა იხსნა, დღეს, 8 მაისს სტუმრად 5:2 მოგებულ  შეხვედრაში კი გიორგი დუბლი(ჯერ გაათანაბრა (1:1), შემდეგ 4:2 გახადა) და საგოლე გადაცემა (2:2-ზე) მიითვალა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ მიქაუტაძე პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (19 გოლით) და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ამ მატჩის შემდეგ გიორგის ,,სერენში” იჯარა უმთავრდება და ,,მეცში” უნდა დაბრუნდეს, კლუბში, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

თუმცა, საკითხავია, ლიგა 1-ში მოუწევს თუ არა რეგულარულად თამაში. აი, ბელგიის უმაღლეს ლიგაში მოედანზე მუდმივად ყოფნა, ფაქტობრივად, გარანტირებული ექნება. იქნებ 1 სეზონით ,,სერენში” დარჩენა ცუდი ვარიანტი არც იყოს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.