• იანვარი 17, 2022 1:51 pm

გიორგი კვესელაძის გუნდმა ,,ნორთჰემპტონი” გაანადგურა

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მორაგბის გიორგი კვესელაძის გუნდმა ,,გლოსტერმა” სტუმრად, ,,ნორთჰემპტონი” გაანადგურა.

პრემიერშიფის ორთაბრძოლაში კვესელაძის თანაგუნდელებმა 31:5 მოიგეს.

გიორგი კვესელაძე
,,გლოსტერის” სასტარტო თხუთმეტეულში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

,,გლოსტერი” პრემიერშიფის სატურნირო ცხრილში 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.