მარტი 29, 2024

ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა – „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

 

ანგარიში „სამგურალმა“ მე-11 წუთზე გახსნა. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გრიგოლ დოლიძემ განავითარა და მისი გადაცემით მეტოქის კარი ირაკლი ლექვთაძემ აიღო. „თელავმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 55-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კუთხური შეასრულა, ბურთს მიმართულება თორნიკე ძოწენიძემ შეუცვალა, რევაზ ინჯგიამ კი დამატებაზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

 

„დინამო-არენაზე“ „ლოკომოტივმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგო. გორელები მე-4 წუთზე ფრანცისკო მადინგამ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა უსმანე კამარამ გაზარდა. 64-ე წუთზე „ლოკომოტივის“ მცველმა ანგარიში შეამცირა 1:2, მაგრამ საბოლოოდ, „დილამ“ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.

 

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

 

შეხვედრა „საბურთალოსთვის“ კარგად დაიწყო – პირველ ტაიმში, 29-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკომ მეკარე დინო ჰამზიჩის და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა, ქუთაისის „ტორპედოს“ კარი აიღო და ანგარიში გახსნა. ეს მიმდინარე სეზონში მოლდოველი ლეგიონერის მე-5 გოლია.

 

ქუთაისელებმა წონასწორობა მხოლოდ მატჩის მიწურულს აღადგინეს. ალაიდინ სალაკუს ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებს მეჰდი ბუკასიმ დაასწრო და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *