• იანვარი 18, 2022 7:49 pm

1 ოქრო, 2 ბრინჯაო – საქართველოს ნაკრებმა რუსეთიდან მედალი წამოიღო

რუსეთის ქალაქ ყაზანში ჯუდოს გრან-სლემი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა.
1 ოქროს და 2 ბრინჯაო ასეთი ქართველების ყაზანური მონაგარი.

გრან-სლემზე ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) დაისაკუთრა.

ბრინჯაოს მედალი კი ნუგზარ ტატალაშვილმა (+73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) აიღეს.

საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდა.

ესეც დღევანდელი ჩემპიონ-პრიზიორები
ვაჟები
-90 კგ
1. სანშირო მურაო (იაპონია)
2. ედუარდ ტრიპელი (გერმანია)
3. ლუკა მაისურაძე (საქართველო)
3. ნემანია მაიდოვი (სერბეთი)

-100 კგ
1. სიმეონ კატარინა (ნიდერლანდები)
2. არმან ადამიანი (რუსეთი)
3. ნიაზ ბილალოვი (რუსეთი)
3. გუამ ჩო (სამხ. კორეა)

+100 კგ
1. ტერლან ბაშაევი (რუსეთი)
2. რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3. იოჰანეს ფრეი (გერმანია)
3. დევიდ მოურა (ბრაზილია)

-78 კგ
1. ანა მარია ვაგნერი (გერმანია)
2. ნატაშა აუსმა (ნიდერლანდები)
3. ლუსი მალზანი (გერმანია)
3. ანასტასია ტურჩინი (უკრაინა)

+78 კგ
1. რომან დიკო (საფრანგეთი)
2. მარინა სლუცკაია (ბელარუსი)
3. ბეატრის სოუზა (ბრაზილია)
3. მარია სელენ ალტემანი (ბრაზილია)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.