• იანვარი 18, 2022 6:51 pm

2 ქართული ბრინჯაოს შანსი ყაზანის გრან-სლემიდან

რუსეთში მიმდიბარე ჯუდოს გრან-სლემი დასასრულს მიუახლოვდა.

ყაზანში მიმდინარე ტურნირის ბოლო დღეს ქართველებს 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე 1/2 ფინალში გავიდნენ და ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში დამარცხდნენ.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ იაპონელ სანშირო მურაისთან იპონით წააგო.
იქამდე კი სენეგალელი აბდულრაჰმან დიაო, შვედი მარკუს ნიმანი, გერმანელი ტიმ.შმიდტი და ისრაელის წარმონადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა.

-100 კილოგრამის ჯუდოკამ ონისე საბელიძემ 1/2 ფინალი ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან დათმო.

იქამდე კი ერთურთის მიყოლებით ქუვეითელ აბდულა ტალების, უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვს და სერბ ალექსანდრ კუკოლის სძლია

ბრინჯაოს მედლისთვის სანებლიძე რუს ნიაზ ბილალოვს, ხოლო ლუკა მაისურაძე ფრან აქსელ კლერჟეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი სტარტს 18;00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.