• იანვარი 17, 2022 1:21 pm

უნაი ემერი: ,,სასწაული მოვახდინეთ და ,,ვილიარეალის” ისტორია დავწერეთ”

უეფას ევროპა ლიგის ფინალში გასულ ,,ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ სააგენტო ,,AS”-თან ინტერვიუში მიმდინარე ტურნირის შესახებ ისაუბრა და ის დრო გაიხსენა, როდესაც ზემოთაღნულ ტურნირზე წარმატებას ზედიზედ აღწევდა.

ესპანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ,,ვილიარელმა” ფაქტობრივად, სასწაული მოახდინა და მაშინ როდესაც ეს კლუბი ევროპა ლიგის ფავოროტენში არ განიხილებოდა ფინალს უწია.

უნაი ენერეი: ,,ჩვენ სასწაული მოვახდინეთ და ,,ვილიარეალის” ისტორია დავწერეთ.
,,არსენალთან” ორი დაძაბული ბრძოლა გადავიტანეთ. ფინალში გასვლა ორივე გუნდს გვსურდა და მოხარული ვარ რომ ეს ჩემმა გუნდმა მოახერხა.
1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში აქცენტი ბურთი კონტროლზე და ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე გადავიტანეთ. ამ ტაქტიკამ შედეგი გამოიღო.
,,ვილიარელმა” ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ურთულესი მატჩები ჩაატარა.
ფლეი-ოფში კი ისეთი გუნდების ბარიერი გადავლახეთ როგორებიც:
,,ზალცბურგი”, კიევის ,,დონამო”, ზაგრების ,,დინამო” და ,,არსენალი.
მე ვამაყობ ჩემი გუნდით. მათ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გაიღეს და მაშინ, როდესაც ევროპა ლიგის ფავორიტად, არავინ მიგვიჩნევდა ფინალში გასვლა მოვახერხეთ.
ფინალში ,,მანჩესტერ იუნაიტედის” სახით ძლიერი მოწონააღმდეგე გველის.
ოლე გუნარ სოლკიაერის გუნდთან წარმატების მიღწევა ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ თასის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძლობთ.
ამ ტურნირის მოგება ორივე გუნდს ძალიან უნდა, რადგან ტიტულებით განებივრებული არც ჩვენ ვართ და ამ ბოლო დროს არც ,,მანჩესტერ იუნაიტედი”.

ევროპა ლიგის ფინალში მეხუთედ ვარ.
3-ჯერ ,,სევილიასთან” ერთად თასი ავღმართე და ეს იყო დაუვიწყარი წლები ჩემს ცხოვრებაში
ერთხელ კი ,,არსენალის” მწვრთნელობისას ფონალური მატჩი დავთმე.

ტიტულების მოპოვება კიდევ მსურს. მინდა როდესაც სამწრთნელო კარიერას დავასრულებ ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა ამაყობდეს ჩემით. ” -აცხადებს უნაი ემერი გამოცემა ,,AS”-სთან ინტერვიუში.

უნაი ემარის ,,ვილიარეალმა”ევროპა ლიგის 1/2 ფინალურ სერიაში ,,არსენალი” 2:1 დაამარცხა და პოლონეთის ქალაქ გლდანსკში ტურნირის ფინალში ,,მანჩესტერ იუნაიტედს” 26 მაისს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.