• იანვარი 27, 2022 3:21 pm

კოკაი სუმოს სამყაროს პირველი ქართველი ელჩი აფხაზეთიდან 

რამდენიმე დღეში სუმოს მორიგი ბაშო დაიწყება.

წლის მესამე სუპერტურნირზე სუმოს სამყაროს შემორჩენილი ერთადერთი მებრძოლი ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგოძე გამოვა.

სუმოს ელიტაში პირველი ქართველი ლევან ცაგურია გახლდათ. ის ასევე პირველი ევროპელი იყო, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში შეაბიჯა.

ლევან ცაგურია 1981 წლის, 10 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.

1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ლევან ცაგურიას ოჯახს სოხუმის დატოვება და თბილისში გადმოსვლა მოუხდა. ცაგურია სუმოთი საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. 1999 წელს იგი დაუკავშირდა სუმოს სტუდენტური ფედერაციის ხელმძღვანელს, ტანაკას, რომელმაც 150-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი 2001 წელს ტოკიოში მიიწვია და სუმოს ერთ-ერთ წამყვან სკოლაში მიაბარა.

ცაგურიამ კოკაის შიკონა ანუ მეტსახელი აირჩია. რაც ქართულად ითარგმნება, როგორც ,,შავი ზღვა”.

კოკაის დებიუტი 2001 წელს ჯორიდანის დივიზიონში შედგა.
ქართველი სუმოს კარგად მოერგო და ჯორიდანის, სამდანმეს, მაკუშიტას და ჯურიოს დივიზიონებში იუშო მოიპოვა ანუ ჩემპიონი გახდა.

2004 წლიდან უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში აღზევდა.
2006 წელს კი კარიერის პიკში კომუსუბის წოდებას ატარებდა.

ლევან ცაგურიამ სუმოს პროფესიონალური კარიერა 2012 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.