• იანვარი 27, 2022 2:31 pm

დავით ხოჭოლავას მორიგი ტრავმა – შახტარის მცველმა სეზონი დაასრულა

უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში დავით ხოჭოლავას შახტარმა სტუმრად 4:0 გაანადგურა მინაი. ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, თუმცა მან მე-20 წუთზე თეძოს უკანა კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მის ნაცვლად მოედანზე ვიტაო შევიდა.

შახტარი 51 ქულით მე-2 ადგილზეა და დინამო კიევს ვეღარ დაეწევა. შახტარი ჩემპიონატს 9 მაისს ინჰულეცთან მატჩით დაასრულებს. ასე რომ, ხოჭოლავამ სეზონი, მიუხედავად ტრავმის სიმძიმისა, დაასრულა. საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველმა პრემიერლიგაში მხოლოდ  მატჩი ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ ტრავმის გამო მარტის სანაკრებო მატჩები გამოტოვა.

დღესვე ინჰულეცმა 1:0 მოუგო ლვივს. გამარჯვებულთა რიგებში პირველი 75 წუთი ითამაშა ნიკა სიჭინავამ. ინჰულეცი 26 ქულით მე-11 ადგილზეა. სიჭინავას სეზონში 6 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.