• იანვარი 21, 2022 11:11 am

ნუგზარ ტატალაშვილი ყაზანის გრან-სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანში ჯუდოს გრამ-სლემზე საქართველოს ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ბრინჯაოს მედლისთვის 73 კილოგრან წონით კატეგორიის ჯუდოკა ნუგზარ ტატალაშვილი იბრძოლებს.

ტატალაშვილმა ერთადერთი ორთაბრძოლა 1/2 ფინალში რუს აიუბ ხაჟალიევთან იპონით დათმო.

1/2 ფონალამდე ტატალაშვილმა გზიდან 3 ჯუდოკა ჩამოიცილა.
ქართველმა პირველ წრეში ფილიპინების სახელით მოასპარეზე წარმოშობით იაპონელ ნაისეი ნაკანოს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი.3 შიდო მიაღებინა.

ტატალაშვილმა მეორე დაპირისპირებაში აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი არ დაინდო. მან მეტოქესთან ჯერ ვაზარი მოიპოვა, ორთაბრძოლის დასრულებამდე 20 წამით ადრე კი ტატამიზე იპონით გააკრა.

1/4 ფინალში ნუგზარ ტატალაშვილმა რუმინელ ალექსანდრუ ვაიკუს ,,ოქროს დროში” სძლია.

ფინალური ბლოკის შეხვედრები სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

ბრინჯაოს ფინალში ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე ბელარუსი ცაძიმ შოკა იქნება.

დღეს, ყაზანის გრან-სლემზე კიდევ 2 ქართველი.გამოვიდა.
ლუკა კაპანაძე (-73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.