• იანვარი 18, 2022 8:08 pm

გოგა ბითაძე ,,ინდიანა პეისერსის” მწვრთნელის ასისტენტს ეჩხუბა

NBA-ს რეგულარული პირველობის შეხვედრაში ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძისა და მისი გუნდის ,,ინდიანა პეისერსის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გრეგფოსტერს შორის ინციდენტი მოხდა.

ბითაძემ ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის უხეშად ითამაშა,  გრეგფოსტერმა კი ქართველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მწვრთნელს არც გოგა ჩამორჩა და არც მან დაიშურა ერთი-ორი ,,ტკბილი სიტყვა” მწვრთნელის მისამართით.
ამ შეხლა-შემოხლის გამო შეხვედრაც რამდენინე წუთი გაჩერდა.

,,ინდიანა პეისერსმა” ,,საკრამენტო კინგსთან“ დაპირისპირება 11-ქულიანი სხვაობით 93:104 წააგო.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 20:37 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

მატჩის MVP ,,საკრამენტო კინგსის” კალათბურთელი მარვინ ბაგლი გახდა. მან 31 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

,,ინდიანა პეისერსიდან” კი ლიეტუველი ცენტრი დომანტას საბონისი გამოირჩა.
მის ანგარიშზე 17 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასით დაფიქსირდა. ბალტიისპირელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა.

,,ინდიანა პეისერსს” 30 მოგების წილ, 35 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.