• იანვარი 27, 2022 2:00 pm

დღეს, ყაზანის გრან-სლემზე 3 ქართველი იასპარეზებს

დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანის ჯუდოს გრან-სლემზე მედლები ვაჟებში -73 და -81, ხოლო გოგონებში -63 და -70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

შეჯიბრების მე-2 დღეს ქართველებიდან ტატამიზე ლუკა კაპანაძე, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე -73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.