• იანვარი 21, 2022 11:13 am

დიდი ბრძოლა ლონდონში – ,,ჩელსი” ,,რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის დაუპირისპირდება

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ფინალისტი გამოვლინდება.

გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ,,ჩელსი” და მადრიდის ,,რეალი” დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდების მადრიდული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ლონდონის ,,სტემფორდ ბრიჯზე” გასამართ მატჩს მასპინძლები ერთადერთი დანაკლისით ხვდებიან.
,,არისტოკრატებს” ხორვატი მატეო კოვაჩიჩი არ ეყოლება.

სასიამოვნო სიახლეებია ,,რეალის” ბანაკშიც.
,,სამეფო კლუბს” კაპიტანი სერხიო რამოსი და ურუგვაელი ფედერიკო ვალვერდე უბრუნდება.
ტრამვებს ისევ იშუშებენ ლუკას ვასკესი და დანი კარვახალი. ისინი მადრიდელებს დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან.

,,ჩელსიმ” და ,,რეალმა” პრემირლიგის და ლა ლიგის მატჩები მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს კარგ განწყობით ხვდებიან.

,,ჩელსიმ” ,,ფულემი” გერმანელ კაი ჰავერცის დუბლით 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
,,რეალმა” კი ,,ოსასუნას” ბრაზილიელების მილიტაოს და კაზემიროს გოლებით 2:0 სძლია.
,,სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიოჯობისთვის იბრძვის.

,,ჩელსი” და ,,რეალი” ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპირდებიან.
განვლილი 4 შეხვედრიდან 2 მადრიდელებმა, ხოლო ერთი ლონდონელებმა მოიგეს.
ერთი მატჩიც სულ ახლახან ფრედ დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი
ლონდონი, ,,სტამფორდ ბრიჯი”

,,ჩელსი” (ინგლისი) : ,,რეალი” (ესპანეთი)

,,ჩელსი”: მენდი;კრისტიანსენი, ტიაგო სილვა, რუდიგერი; ასპილიკუეტა, ჯორჯინიო,კანტე, ჩილუელი; პულიშიჩი, ვერნერი, მოუნტი
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი

,,რეალი”:კურტუა; ვალვერდე, სერხიო რამოსი, მილიტაო, ნაჩო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ასენსიო,ბენზემა, ჟუნიორ ვინისიუსი
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ზემოთაღნიშნული შეხვედრა თბილისოს დროით 23:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.