• იანვარი 24, 2022 8:26 am

ჭადრაკის დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

დღეს, გენიალური ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა.

გაფრინდაშვილი 1941 წლის, 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა.

ჭადრაკის დედოფლად წოდებული ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე გახლავთ.

გაფრინდაშვილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია.
ნონა საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად არის დასახელებული.

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკე გახდა, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით
საჭადრაკო ოლიმპიადებზე
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დაწესდა,
რომელიც ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის გადაეცემა.

2001 წელს ნონა გაფრინდაშვილის სახელი თბილისის ჭადრაკის სასახლეს
მიენიჭა.

ვებგვერდი ,,marca.ge”-ის სარედაქციო ჯგუფი ვილოცავთ ცოცხალ ლეგენდას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მას.

მადლობა ქალბატონო ნონა, სამშობლოსთვის გაწეული თქვენი განსაკუთრები.ღვაწლისთვის. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.