• იანვარი 25, 2022 5:49 pm

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემპიონია! – ქართველმა ჩოგბურთელმა მიუნხენი დაიპყრო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ATP-ს საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილიდ ტრიუმფით დასრულდა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ იან-ლენარ შტრუფს სძლია.

ბასილაშვილს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებია, ჩვენებურმა მასპინძელი 2-სეტში 6-4, 7-6 დაამარცხა.

მიუნხენის კორტებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა საჩემპიონო გზიდან ერთმანეთის მიყოლებით 5 ჩოგბურთელი ჩამოიცილა
მან გამარჯვებები ბრაზილიელ ტიეგო მონტეიროსთან, კოლუმბიელ დანიელ ელაი გალან რივეროსთან, სლოვაკ ნორბერტ კომბოსსთან, ნორვეგიელ კასპერ რუუდთან და ზემოთხსენებულ იან-ლენარ შტრუფთან იზეიმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მე-5 ATP-ს ტურნირი მოიგო.
ერთ წელიწადში ორ ტურნირზე კი პირველად, გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.