• იანვარი 21, 2022 11:01 am

თეონა თოდაძე”ჩვენი გუნდი? საუკეთესო გუნდი, საუკეთესო შედეგით”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” ნახევარმცველს, თეონა თოდაძეს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა და სრულყოფილი პასუხებიც მოგვაწოდა.

_ რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში?

_ ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე და მის მერე მხოლოდ ამით ვცხოვრობ! ჩემთვის ეს სპორტი სიამოვნებაა.

_როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი?

_ვფიქრობ, კარგი თაობა მოდის, რასაც ვხედავ, მათ დიდ სიყვარულს ფეხბურთის მიმართ, რაც ძალიან კარგია.

_რომ არა ფეხბურთი, რომელიმე სხვა სპორტული კუთხით თუ წახვიდოდით?

_მხოლოდ ეს არის ის, სადაც კარგად ვგრძნობ თავს და მიყვარს.

_შეაფასეთ გასული სეზონი?

_გასული სეზონი ცოტა გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის, მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა, ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ ვითამაშეთ ლიგაზე და ისტორია დავწერეთ..

_პირადად თქვენი სამომავლო გეგმები რა არის ფეხბურთთან დაკავშირებით?

_ჯერ ისევ ვითამაშებ! შემდეგ უკვე ვიცი, რომ  მინდა მწვრთნელი გავხდე, კარგი იქნება ბავშვებთან მუშაობა…

_რომელ პოზიციაზე თამაშობთ და სხვა პოზიციაზე თუ გითამაშიათ?

_შუა ნახევარ მცველი ვარ, კი სხვა პოზიციაზეც მითამაშია, მაგრამ ყველაზე კარგი ეს ადგილია ჩემთვის, სადაც ვთამაშობ, ჩამშლელი, ხან გამთამაშებელი, ეს უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული.

_წლევანდელ სეზონში, თქვენი აზრით, რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?

_მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, განვმეორდები, რომ გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის, ჩვენ გუნდს აქვს ის პოტენციალი, რომ წელს ჩემპიონები გავხდეთ.

_ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ?

_პირველ რიგში ალბათ მაინც ფინანსებია მთავარი, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეხლა მეტი დაინტერესება არის და მეტი ყურადღება წინა წლებთან შედარებით, ბევრი კარგი გარემოა ფეხბურთისთვის, ვიმედოვნებ კიდევ ბევრი კარგი რამ იქნება, რომ მეტი ბავშვი დაინტერესდეს ფეხბურთით და კარგი და ძლიერი თაობა წამოვიდეს, რაც ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

_როგორ შეაფასებთ თქვენ გუნდს?

_ჩვენი გუნდი? (საუკეთესო გუნდი, საუკეთესო შედეგით).

_რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს?

_გულშემატკივარს რაც შეეხება, მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენ გვერდში დგომისთვის, იმ შედეგის მიღწევაში დიდი წვლილი აქვს, ჩვენ გულშემატკივარს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვთხოვდი ისევ ისე იდგნენ ჩვენ გვერდში, რომ წარმატებას ერთად მივაღწიოთ.

10 thoughts on “თეონა თოდაძე”ჩვენი გუნდი? საუკეთესო გუნდი, საუკეთესო შედეგით””

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.