• იანვარი 17, 2022 1:30 pm

ნინი ჩიბირაშვილი”ფეხბურთს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “დინამო სოხუმის” ცენტრალურ მცველს, ნინი ჩიბირაშვილს, რამოდენიმე კითხვა დაუსვა და სრულყოფილი პასუხებიც მოგვაწოდა.

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში? ფეხბურთს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია,ჩემი ცხოვრებაა 13 წლიდან.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? ძალიან კარგი, რადგან ახალგაზრდებს ეძლევათ დიდი შანსი რომ წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ!.

რომ არა ფეხბურთი, რომელიმე სხვა სპორტული კუთხით თუ წახვიდოდით?რო არა ფეხბურთი შესაძლებელია ფრენბურთი მეთამაშა.

პირადად თქვენი სამომავლო გეგმები რა არის ფეხბურთთან დაკავშირებით? ძანნ მინდა ეროვნულ ლიგაში მოხვედრა და წარმატებული ფეხბურთელი გავხდე,საზღვარგარეთ თამაშზეც არ ვიტყოდი უარს.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და სხვა პოზიციაზე თუ გითამაშიათ? ცენტრალური მცველი,სხვა პოზიციაზე არ მითამაშია, მაგრამ თუ საჭირო იყო გავართმევ თავს.

წლევანდელ სეზონში, თქვენი აზრით, რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი? ჩემი გუნდი მეორე ლიგაშია და მაქსიმალურად ვცდილობთ მაქსიმუმი დავდოთ ამ ჩემპიონატში.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? ჩემი აზრით მშობლებმა ბევრი გოგო პატარაობიდანვე უნდა დააინტერესოს ამ სპორტით , და ჩვენც წარმატებას  მივაღწიოთ რათა ვასახელოთ ქალთა ფეხბურთი.

როგორ შეაფასებთ თქვენ გუნდს?  ჩემი გუნდი ძალიან მიყვარს ახალი გადმოსული ვიყავი დინამოსოხუმში და ძალიან თბილად მიმიღეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კაპიტანს ხიფოს, რადგან სულ ჩმეს გვერდითაა დაა სტიმულს მაძლევს თამაშებზე.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს? ჩემი გუნდის მხარდამჭერებო მიყვარხართ ძალიან, ჩვენც თქვენი თავი გვიხარია, როგორც თქვენ, ჩვენი, ამიტომ გვივულშემატკივრეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.