აპრილი 18, 2024

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” 3 ქულა აიღო და მეორე პოზიციაზე გადავიდა.

,,სამეფო კლუბმა” ,,ოსასუნას” 2:0 სძლია.

მადრიდელებმა მეტოქე ბოლო 14 წუთში გატეხეს.

76-ე წუთზე ისკოს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი პამპლონელთა კარში ბრაზილიელმა
მცველმა მილიტაომ გადაგზავნა.

მე-80 წუთზე ფრანგ ქარიმ ბენზემას პასით მეორე ბრაზილიელმა კაზემირომ იხეირა.

,,რეალმა” 74 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადავიდა.
ზინედინ ზიდანის ბიჭები თანაქალაქელ ,,ატლეტიკოს” 2 ქულით ჩამორჩებიან.
,,ბარსელონას”  კი 71 ქულით მე-3 პოზიცია უკავია, თუმცა კატალონიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

,,ბარსელონა” ხვალ, ,,ვალენსიას” გასვლაზე დაუპირისპირდება.

,,რეალი” 2:0 ,,ოსასუნა”
76′ მილიტაო (1-0), 80′ კაზემირო (2-0)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *