• იანვარი 18, 2022 4:49 pm

ია ალელიშვილი”ჩემი ოცნება იყო მეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” მარცხენა მცველს, ია ალელიშვილს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? ფეხბურთის თამაში პატარაობიდან დავიწყე. რათქმაუნდა ბიჭებთან ერთად, როგორც ბევრი გოგო იწყებს. ვიყო ფეხბურთელი ჩემთვის ნიშნავს ვიყო ძლიერი, შრომისმოყვარე და ვითამაშო გოგოსავით მთელი ძალით.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში? ჩემი ოცნება იყო მეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ამისრულდა. ამ ეტაპზე ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი არის გავხდეთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები. გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? ვარ მარცხენა მცველი,ვფიქრობ ფეხბურთელის ყველა პოზიცია რთულია და დიდ შრომას მოითხოვს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემპიონობა! ძალიან სასიხარულოა ის ყველაფერი რასაც ვხედავთ, ძალიან კარგი ნიჭიერი თაობა მოდის. სასიხარულოა ბევრი რამ რაც ქალთა ფეხბურთს ეხება. თუნდაც თქვენი მხრიდან დაინტერესება. ყველაფერი წინ მიიწევს და ძალიან მიხარია.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? შედარება არარის დღევანდელობასთან როგორც ადრე იყო. აუცილებელია პიარი, ხელშეწყობა, ფინანსებიც რათქმაუნდა.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში? არა.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? ხმამაღლა ვიტყვი ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყაავს. ყველგან ვგრძნობთ ამას, თამაშზე თუ ფეხბურთის მიღმა. მადლობა ცოტა არის მაგრამ მადლობა. თქვენ ჩვენთვის დიდი ძალა ხართ!

9 thoughts on “ია ალელიშვილი”ჩემი ოცნება იყო მეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე””
  1. With havin so much content do you ever run into any problems of plagorism or copyright infringement?
    My site has a lot of completely unique content I’ve
    either authored myself or outsourced but it appears
    a lot of it is popping it up all over the web without my agreement.
    Do you know any methods to help protect against content from being stolen? I’d really appreciate it.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.