• იანვარი 21, 2022 10:42 am

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება მიუნხენში – ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის ფინალშია

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ბასილაშვილმა 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ნორვეგიელი კარპერ რუუდი დაამარცხა.

ქართველმა სკანდინავიელ მეტოქეს იოლად, 2-სეტში 6-2, 6-1 სძლია.
ჩვენებურს გამარჯვების მოსაპოვებლად, სულ რაღაც 1 საათი და 12 წუთი დასჭირდა.

ტურნირის გადამწყვეტ ორთაბრძოლას ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 მაისს, გერმანელ იან-ლენარ შტრუფს დაუპირისპირდება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ბასილაშვილის შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.