• იანვარი 28, 2022 10:47 pm

ეკა თაბაგარი”ჩემს უკან მხოლოდ კარებია”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ხობის კოლხეთის” მეკარეს, ეკა თაბაგარს. საინტერესო ინტერვიუც მოგვცა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი?  პატარაობიდან ვთამაშობ ფეხბურთს თუმცა დიდი ფეხბურთის თამაში 15 წლის ასაკში დავიწყე.დიდი პასუხისმგებლობაა თანაც ჩემი პოზიციისთვის თუმცა ყოველთვის მეტს ვცდილობ და ვვითარდები.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში? უკომენტაროდ დავტოვებ ამ კითხვას.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? მეკარე, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს რათქმაუნდა ჩემს უკან მხოლოდ კარებია და ჩემზეა დამოკიდებული თამაშის ბედიც.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? მინდა ბოლომდე გავყვე.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? უფრო დახვეწილია და ასევე გოგოებსაც შეუძლიათ თამაში.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? ძალიან ბევრი თვლის,რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა და თუ მისცემენ საშუალებას და ხელს შეუწყობენ ჩემიაზრით უფრო მეტად განვითარდება და ინტერესიც ბევრს გაუჩნდება რადგან ძალიან ბევრი (გოგო,ქალი) ფეცბურთს თამაშობს და მათგან მაგალითს აიღებენ.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა რომელიმე უცხოურ გუნდში? რათქმაუნდა.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? გვიგულშემატკივრონ და ჰქონდეთ ჩვენი იმედი.

მადლობა ინტერვიუსთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.