• იანვარი 17, 2022 12:28 pm

ნინო პასიკაშვილი”ჩემი წვლილი შევიტანო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “კვარტალის” ფეხბურთელს, ნინო პასიკაშვილს. სრული პასუხებიც გაგვცა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? 13 წლის ასაკში დავიწყე თამაში და მალევე მივხვდი რომ ფეხბურთი იყო ის ადგილი სადაც მთელი ცხოვრება უნდა დავრჩენილიყავი, აქ ვიყავი ბედნიერი ყველა ასპექტში და დღემდე ასე გრძელდება ეს გრძნობა.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში?ვფიქობ რომ როგორც ფეხბურთელს, ბევრი კარგი, წარმატებული, სასიამოვნო პერიოდის ისტორიები გამაჩნია, ყველა ასაკობრივი, ეროვნული ნაკრები, ბევრი კლუბი. ახლა დროა ნელნელა სხვა საკითხებშიც(როგორც არა ფეხბურთელის) შევიტანო ჩემი წვლილი ქალ ფეხბურთის განსავითარებლად.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია?ხან ჩამშლელი და ხან გამთამაშებელის პოზიციაზე ვთამაშობ თუმცა, ნახევარმცველობის გარდა ბევრ პოზიციაზე მითამაშია, გუნდს და ნაკრებს სადაც დავჭირდები, შეძლებისდაგვარად ყველა პოზიციას მოვერგები, ზოგადად პოზიცია რთული მაქვს, სათამაშო ამინის საკვანძო პოზიციაა, რაზეც დიდი პასუხისმგებლობით მოკიდებაა საჭირო.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? ჩემი წვლილი შევიტანო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში, საქართველოში ყველა ბავშვს ქონდეს ის რაც მე არ მქონდა ჩემ ბავშვობაში და ამ ყველაფრის მონაწილე ვიყო.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი?მომწონს მათი ენთუზიაზმი, მომწონს მათი მიზნები და შრომისმოყვარეობა, ძალიან კარგი თაობაა და მიხარია მათი წარმატების და გაზრდის ყურება.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? მენტალური ცვლილებებია საჭიროდა ამასთან ერთად ახალი თაობის ზრდა, კონკურენცია ხარისხს მოიტანს და ინტერესი თავისთავად გაჩნდება, რათქმაუნდა ფინანსური საკითხის გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნება, ასე რომ მხოლოდ ერთ საკითხს ვერ გამოვყოფდი, ყველაფერი კომპლექსურია და ჯაჭვური.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა რომელიმე უცხოურ გუნდში? ბევრი შემოთავაზება ყოფილა და დღემდე არის ხოლმე, მაგრამ მე კვარტალი ვარ და ბოლომდე ასე იქნება.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს?ჩემი გუნდის და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდ მადლობას გადავუხდიდი, რადგან მათ გარეშე ის ხიბლი არ გააჩნია, რაც ეპიდემიურმა პერიოდმა კარგად დაგვანახა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, ჩვენს მიმართ გაცემული სიყვარულისთვის.

 

 

10 thoughts on “ნინო პასიკაშვილი”ჩემი წვლილი შევიტანო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში””
  1. Can I just say what a relief to discover someone who really
    knows what they are talking about on the net. You certainly know
    how to bring an issue to light and make it
    important. A lot more people should read this and understand this side of the story.

    I was surprised that you’re not more popular because you surely have the gift.

  2. What i don’t realize is actually how you’re no longer really a lot more neatly-favored than you may
    be right now. You’re very intelligent. You recognize therefore significantly with
    regards to this matter, produced me in my opinion believe it from so many various angles.
    Its like men and women are not fascinated except it’s something to do with Lady gaga!
    Your own stuffs excellent. All the time maintain it up!

  3. Please let me know if you’re looking for a writer for your site.
    You have some really great articles and I feel I would be a good asset.
    If you ever want to take some of the load off, I’d love to write some material for your blog in exchange
    for a link back to mine. Please shoot me an email if interested.
    Kudos!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.