• იანვარი 25, 2022 5:22 pm

ვაკო ყაზაიშვილმა K ლიგაში გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში გოლი გაიტანა.

,,ულსან ჰიუნდაის” ნახევარმცველმა
,,გვანჯუს” კარი 56-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა.

ვაკო ყაზაიშვილმა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

,,ულსან ჰიუნდაიმ” მეტოქეს 2:0 სძლია და 25 ქულით K ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.