• იანვარი 21, 2022 12:03 pm

ნიკოლოზ ბასილაშვილის სააღდგომო საჩუქარი – ქართველი ჩოგბურთელი მიუნხენის ტურნირის 1/2 ფინალშია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს.

ბასილაშვილმა 1/4 ფინალური ბარიერი წარმატებით დასძლია.
ჩვენებურმა სლოვაკი ნორბერტ გომბოსი დაამარცხა.

გუშინ, შეხვედრა წვიმის გამო იმ დროს შეწყდა, როცა ბასილაშვილი პირველ სეტში 5:4-ს იგებდა.
დღეს, გაგრძელებული დაპირისპირება საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა 2-სეტში 6-4, 6-4 მოიგო.

1/2 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ATP-ს რეიტინგის 24-ე ჩოგანი ნორვიელი კასპერ რუუდი იქნება.

შეხვედრა 1 მაისს, გაიმართება.

ქართველი და სკანდინავიელი ჩოგბურთელები, აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.