• იანვარი 21, 2022 11:59 am

მარიამ დანელია”შემტევი ნახევარმცველი”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” შემტევ ნახევარმცველს, მარიამ დანელიას. კარგი ინტერვიუც მოგვცა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? 17 წლის ასაკიდან, ჩემთვის ფეხბურთელი ნიშნავს იმას, ვიყო თავისუფალი და ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებდე სულ.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში?ჩემი მიზანი და ოცნებაა უფრო ბევრი შრომა და უფრო ბევრი მიღწევები ამ საქმეში.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია?ვარ შემტევი ნახევარმცველი და საკმაოდ რთულია.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით?ჯერჯერობით ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? ჩემი აზრით რაც მეტი პიარი ექნება ქალთა ფეხბურთს მით უფრო დიდი დაინტერესება იქნება ხალხიის მხრიდან, არსებობს და ყოველთვის იარსებებს ისეთი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც არასოდეს არ აღიარებენ ქალთა ფეხბურთს, როგორც სპორტს.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა რომელიმე უცხოურ გუნდში?რატომაც არაა უფრო დიდი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის, გამოცდილებასაც მივიღებდი, თან უცხოეთში ფინანსებიც უკეთესია ვიდრე აქ.

ლანჩხუთმა საქართველო ასახელა და ქალთა ფეხბურთის მიმართ ინტერესიც გაზარდა, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? ბევრს ვერაფერს გეტყვით რადგან ყველაფერი იცით დარწმუნებული ვარ ამის შესახებ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გრძნობა იყო ის, როცა არ ელიი დადებით შედეგს და ეს შედეგი იდება! გულის სიღრმეში რაღაც იმედები გვქონდა მაგრამ, ასეთიც არა, უბრალოდ ვამაყობ ჩემი გუნდით.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? გულშემატკივრები ჩვენი მოტივატორები არიან და უბრალოდ იყავით ის ვინც ხართ და გააგრძელეთ ასე, ჩვენ თქვენ გვჭირდებით!.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.