• იანვარი 18, 2022 6:50 pm

რონალდ კუმანი დასაჯეს

კატალონიური ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ლა ლიგის ხელმძღვანელობამ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

,,ბარსელონას” თავკაცმა ზემოთაღნიშნული სასჯელი ,,გრანადასთან” შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო მიიღო.

კუმანმა შეხვედრის არბიტრის გადაწყვეტილებები არაერთხელ გააპროტესტა და მისი მისამართით რამდენიმე ,,ტკბილი” სიტყვაც გამოიყენა.
მსაჯს მოთმინების ფიალა 66-ე წუთზე აევსო და ნიდერლანდელ სპეციალიტს წითელი ბარათი აუფრიალა.

,,ბარსელონამ” ,,გრანადასთან” შინ, ,,ნოუ კამპზე” 1:2 წააგო და გალიდერების შანსი დაკარგა.

რონალდ კუმანი კატალონიურ კლუბს
,,ატლეტიკოსთან” და ,,ვალენსიასთან” უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

ამ დროისთვის ლა ლიგის ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის.
მადრიდის ,,ატლეტიკო” 73 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.
71-71 ქულა კი მტერ-მეტოქეებს
,,რეალს” და ,,ბარსელონას” გააჩნიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.