• იანვარი 28, 2022 10:31 pm

ჯენიფერ ბრედი: ,,ჩემი კუმირი – ვინუს უილიამსი დავამარცხე”

მადრიდის მასტერსზე ლეგენდარულ ვინუს უილიამსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი ჯენიფერ ბრედიმ გააკეთა.

ამერიკელი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ თავისი კუმირი დაამარცხა.
ბრედი აზრით, სერენა და ვინუს უილიამსები ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელები არიან.

ჯენიფერ ბრედი: ,,დღეს, ჩემი კუმირი ვინუს უილიამსი დავამარცხე.
სერენას და ვინუსს ბავშვობიდან დღემდე ვქომაგობ და მიმაჩნია, რომ ისინი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელები არიან.
ვერასდროს წარმოვიდგენდი ვინუს უილიამსს თუ შევხვდებიდი და მით უმეტეს თუ მას დავამარცხებდი.

ვინუსთან გამარჯვება სტიმულს მომცემს, რომ მადრიდის მასტერზე უფრო კარგად ვიასპარეზო.
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სადაც ფინალში გავედი ძალები მობილიზება ვეღარ მოვახერხე და 3 ტურნირზე პირველი წრეში წავაგე. ლეგენდასთან მოგება კი თავდაჯერებას შემმატებს” – განაცხადა ჯენიფერ ბრედიმ.

მადრიდის მასტერსზე ბრედიმ ლეგენდარულ ვინუს უილიამსს 2-სეტში 6-2, 6-4 მოუგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.