• იანვარი 27, 2022 2:44 pm

მარიამი ჟორჟოლიანი “ჩვენ ერთად ვბრძოლობთ და ვიბრძოლებთ გურგესთვის”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს”ცენტრალურ მცველს მარიამ ჟორჟოლიანს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში? 14 წლიდან დავიწყე თამაში.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში?ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული ფეხბურთელი.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით?საიდუმლოდ დავტოვებ.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი?საკმაოდ საინტერესოა.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და სხვა პოზიციაზე თუ გითამაშიათ?გასულ წლებში ვთამაშობდი მარცენა მცველა ეხა კი ვთამაშობ ცენტრალურ მცველად.

წლევანდელ სეზონში რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი თქვენი აზრით?მიუხედავად იმისა რომ გუნდში დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ ყოველთვის ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ?უფრო ბევრი უნდა დაიწეროს ქალთა ფეხბურთზე რომ საზოგადოებამ უფრო და უფრო გაიცნოს ქალთა ფეხბურთი.

ფეხბურთის თამაშისა და ვარჯიშის გარდა თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული? ვარ აბიტურეენტი და ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

როგორ შეაფასებთ თქვენ გუნდს?ჩემი აზრით ჩემი გუნდი შეუფასებელია. მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ერთად ვბრძოლობთ და ვიბრძოლებთ გურგესთვის.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს?დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. ვცდილობთ რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.