• იანვარი 27, 2022 2:11 pm

ნაომი ოსაკამ და სიმონა ჰალეპმა მადრიდის მასტერსზე პირველი გამარჯვებები იზეიმეს

მადრიდის მასტერსზე WTA-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა იაპონელმა ნაომი ოსაკამ პირველი ეტაპი იოლად გადალახა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა თანამემამულე მისაკი დოის სძლია.

იაპონელი გოგონების დუელი უფრო ძლიერმა ჩოგბურთელმა 2-სეტში
7-5, 6-2 მოიგო.

წარმატებულად დაიწყო მადრიდის კორტებზე გამოსვლა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა  რუმინელმა სიმონა ჰალეპმა.

WTA-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანმა მასპინძელი ტორმო სარა სობირესი 2-სეტში 6-0, 7-5 დაამარცხა.

ნაომი ოსაკა ტურნირის 1/16 ფინალში ჩეხ კაროლინა მუხოვას შეხვდება.
სიმონა ჰალეპი კი ძალებს ჩინელ საისაი ჟენგისთან მოსინჯავს.

ზემოთაღნიშნული შეხვედრები 1 მაისს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.