26 – 30 აპრილს ბათუმში ჩატარებულ აჭარის ღია პირველობაზე (ჩოგბურთი) ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისელი სარა მაღლაკელიძე გახდა.
სარას წილად მე-3 ადგილი ერგო და ძალიან გახარებულია.
ამბობს რომ მომავალში უკეთეს შედეგებს დადებს და მისი წარმატებებით გაახარებს მის ოჯახს და ქალაქს -ქუთაისს.
სარა ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის 10 წლისაა. სარა ჩოგბურთზე სავარჯიშოდ ,,ტორპედოს” კორტებზე დადის. მწვრთნელი გია ზივზივაძე.
მისი ოცნებაა გახდეს წარმატებული ჩოგბურთელი მსოფლიოს მასშტაბით.
marca.ge ულოცავს პატარა ჩოგბურთელს და უსურვებს მომავალში მეტ გამარჯვებებს!