• იანვარი 17, 2022 1:26 pm

შეუდარებელი შერმადინი – გიორგი ესპანეთში მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის
34-ე ტურის შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა გაიბრწყინა.

,,ტენერიფეს” ცენტრმა
,,გიპუსკოასთან” გამართულ მატჩში 24:39 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

,,ტენერიფემ” კი მეტოქე 29-ქულიანი სხვაობით 98:69 გაანადგურა და ACB ლიგის სატურნირი ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვირდდა.
კანარის კუნძულელებს
26 მოგების წილ, 7 მარცხი გააჩნიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.