აპრილი 16, 2024

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში ,,ფეჰერვარის” ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მეტოქის კარი 76-ე წუთზე დალაშქრა. ზივზივაძე გოლის გატანის მომენტში მოედანზე 1 წუთის შესული იყო.

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ეს ბუდი ზივზივაძის მე-8 გოლი გახლავთ.

,,ფეჰერვარმა” ამ გამარჯვებით 53 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა, რითაც  ევროპა ლიგის საგზური გაინაღდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *