• იანვარი 18, 2022 5:16 pm

,,ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი” – ,,მთელი მარილი წიგნის დეტალებშია” – მამუკა კვარაცხელია

ქართველი ჟურნალისტი და ამჟამად სტადიონების განყოფილების უფროსი სფფ-ში მამუკა კვარაცხელია ამავდროულად, მწერალიც გახლავთ. მას სპორტის თემაზე არაერთი წიგნი აქვს დაწერილი. ამჟამად, მის ერთ-ერთ ნამუშევარს წარმოგიდგენთ სახელწოდებით – ,,ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი”.

კითხვაზე თუ რატომ დაარქვა წიგნს ასეთი სახელწოდება, მამუკა კვარაცხელია გვპასუხობს, რომ ჯერ უნდა გავეცნოთ, რადგან მთელი ,,მარილი” წიგნის დეტალებშია.

135 გვერდიანი წიგნი დაიბეჭდა 2018 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ. წიგნის სარჩევი 132 სათაურს მოიცავს.

,,ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი” მხატვრულად აღწერს მამუკა კვარაცხელიას განვლილ გზას 2018 წლადმე, მის მივლინებებს მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყანაში როგორც უეფას მედია-ოფიცერი…

წიგნი გახლავთ კონგლომერატი (ნაკრები) სპორტული მოვლენების ანალიზი, შეფასებები, გაეცნობით მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს, რაც სპორტს უკავშირდება, არის გაშუქებული წარმატებული სპორტსმენები.

ეს არის წიგნი სპორტზე და არა მხოლოდ სპორტზე!!! ეს არის წიგნი რომელსაც ყველა უნდა გაეცნოს. სპორტული მედია marca.ge თავის ერთგულ მკითხველს სისტემატურად შესთავაზებს ისტორიებს მამუკა კვარაცხელიას წიგნიდან რაც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ჩვენთან საუბრისას მამუკა კვარაცხელია აღნიშნავს რომ მწერლურ საქმიანობას სამომავლოდაც განაგრძობს საქართველოში სტადიონების აღორძინების პარალელურად.

 

გთავაზობთ ამონარიდს მამუკა კვარაცხელიას წიგნიდან.

,,ესეც ასე! როგორც იქნა გამოიდარა და თანაც ჰამბურგიდან დამაკმაყოფილებელი პასუხი მოვიდა – უკრაინა იტალიის მმატჩზე მედიაბილეთი მედიაცენტრში მელის! ისიც შემატყობინეს რომ სამკვირიანი ,,შვეიცარლობის” შემდეგ, ჩემი გვარის გასწვრივ უკვე ,,გეორგია” წერია. რაღა დამიდგება წინ? ჰაიდა ნიუნბერგის ვაგზლისკენ! თანაც რა ჩინებული ამინდია!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.