• იანვარი 27, 2022 2:54 pm

ჯანეზაშვილი ნინო “ჯარისკაცი და ფეხბურთელი”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” ფეხბურთელს ნინო ჯანეზაშვილს და სრულყოფილი პასუხებიც გაგვცა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? კონკრეტული ასაკი არმახსოვს, მაგრამ პატარა ვიყავი საკმაოდ უბნის ფეხბურთით რომ დავიწყე, გორის გუნდში 5 წელია რაც ვთამაშობ,,ვიყო ფეხბურთელი ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს,,ნიშნავს ავიღო ჩემს თავზე ყველა ის პასუხისმგებლობა რაც თამაშის დროს მაკისრია და გავაკეთო მაქსიმალური გუნდისთვის.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში? არ ვოცნებოობ, მხოლოოდ მიზანიმაქვს, ვიყო სამაგალითო ფეხბურთელი და გუნდისსთვის საიმედო.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? უნივერსალი ვარ თუმცა ხან მერთულება, რადგან ყველა პოზიციას აქვს თავისი სირთულეები,,მთავარი მაინც გუნდის საჭიროებაა დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანი.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? ამ ეტაპზე ჩემი გეგმები მხოლოოდ კარგ ფორმაში ყოფნას უკავშირდება,,რათა გავამართლო ჩემზე დამყარებული იმედები.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? დღეს-დღეობით ფეხბურთი განვითარებული სპორტია და ვფიქრობ, როდესაც ხაარ ახალგაზრდა და მითუმეტეს გიყვარს სპორტის ეს სახეობა არუნდა დაკარგო დრო და გამოიყენო ყველა ის შესაძლებლობა რაც გაგაჩნია..

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? როდესაც საქმეს უგულოოდ უდგებიან ინტერესიც და ხალისიც იკარგება,, ვფიქრობ მეტი ყურადგება და პასუხისმგებლობა სჭირდება ზემდგომებისგან.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში? არაა.

როგორც ვიცით მარტო ფეხბურთს არ თამაშობთ, ხართ ჯარისკაცი და დროს როგორ ანაწილებთ და რამდენად რთულია? რთული არის კი ნამდვილად სამსახურიდან ვინაცვლებ ვარჯიშებზე, თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მაქვს, მაგრამ როცა გიყვარს შენი საქმიანობა და გააქვს მიზნები შეუძლებელი არაფერიია.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? გულშემატკივრები ვიცი რომ ბევრი გვყავს და დიდ მადლობას ვუხდი პირველ რიგში,, სეზონი ცოტა რთულად დავიწყეთ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს ჯერჯერობით,,მაგრაამ ყველაფერი წინაა და მინდა რომ იმედი ჰქონდეთ ჩვენი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.