• იანვარი 17, 2022 1:06 pm

ნინო ფერაძე”ჩამშლელი ნახევარმცველი ვარ”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” კაპიტან ნინო ფერაძეს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

როდიდან გაგიჩნდათ ფეხბურთისადმი სიყვარული და მიზეზი რა არის, რომ ფეხბურთის თამაში დაიწყეთ? ფეხბურთით პატარაობიდან ვიყავი დაინტერესებული და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა თამაში და ზუსტად ესაა მიზეზი რომ დღესაც ამ სპორტში ვარ.

რა არის თქვენი მიზანი, საფეხბურთო საქმიანობაში?მინდა მივაღწიო მაქსიმუმს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

როგორც გუნდის კაპიტანი, როგორ შეაფასებ შენ გუნდის წევრებს და ზოგადად გუნდს?რისი თქმა შემიძლია, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ძალიან ვამაყობ მათით.

გასულ სეზონთან შედარებით, წლევანდელ სეზონში რა მაქსიმუმის დადებას აპირებთ?ყველაფერს ვეცდებით ჩემპიონატი მაქსიმალურად კარგად დავამთავროდ,ვნახოთ რა იქნება.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია?ჩამშლელი ნახევარმცველი ვარ და ვფიქრობ რომ საკმაოდ რთულია ამ პოზიციაზე თამაში.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა რომელიმე უცხოურ გუნდში?ვფიქობ კი, რატომაც არა.

ბოლო პერიოდში ქალთა ფეხბურთმა საგრძნობი პროცესი განიცადა, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?ბოლო პერიოდში ქალთა ფეხბურთი ნამდვილად განიცდის პროგრესს და დღითიდღე ვითარდება,ეს ყველაფერი კი მომავალში ჩემპიონატზე და თამაშის ხარისხზეც აისახება.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს?პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს და ვეცდებით რომ თქვენი იმედები გავამართლოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.