• იანვარი 18, 2022 4:46 pm

თამო წიქარიძე”ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” ნახევარმცველ თამო წიქარიძეს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რამდენი წელია რაც ფეხბურთს თამაშობთ და თამამად შეგვიძლია ფეხბურთელი გიწოდოთ? დაახლოებით 3 წელია გუნდში ვარ და ფეხბურთს ბავშობიდან ვთამაშობ.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? მომწონს, ეს სპორტი და ყოველთვის მომწონდა და მინდა რომ ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ვიყო.

თქვენი საყვარელი მოთამაშე, საყვარელი გუნდი? ჩემი საყვარელი გუნდიაა რეალ მადრიდი და ფეხბურთელი: რონალდო და რამოსი.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ? ნახევარმცველი, მცველი.

შეაფასე საკუთარი გუნდი? ჩემი გუნდი წაგების და მოგების მხრიდანაც სულ მომწონს და სულ მიყვარს, ვცდილობთ ყველაფერს იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში? ჯერეჯერობით ამ გუნდში ვარ და მომავალი არვიცი, უბრალოდ ის ვიცი, რომ სურვილი მაქვს გავხდე უდრო  ჩამოყალიბებული ფეხბურთელი.

რას გვეტყვი, შენი აზრით ახლანდელ სეზონში რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?ამ სეზონში საკმაოდ ბრძოლა გვიწევს, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვიწევს დაპირისპირება და ყველაფერს ვეცდებით მაქსიმალურად.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით?სამომავლოდ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ ასევე მინდა საზღვარგარეთ თამაში.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში?ამ ეტაპზე შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი და სამომავლოდ ვნახოთ.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს? იმას რომ შეიძლება თამაში წავაგოთ ან მოვიგოთ და სულ გვჭირდება თანადგომაა, 1 ლიგაშივართ და საკმაოდ რთულ გუნდებთან გვიწევს დაპირისპირება და ამიტომ ბოლომდე გვიგულშემატკივრონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.