• იანვარი 27, 2022 2:40 pm

სადაღაშვილი შორენა”გავხდე საუკეთესო ფეხბურთელი”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” ფეხბურთელს შორენა სადაღაშვილს.

რამდენი წელია რაც ფეხბურთს თამაშობთ და თამამად შეგვიძლია ფეხბურთელი გიწოდოთ? ფეხბურთს 10 წლიდან ვთამაშობ, მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარული პატარაობიდანვე მაქვს.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამაა რაც გამაჩნია.

ვინ არის თქვენი საყვარელი მოთამაშე კაცი /ქალი არაქვს მნიშვნელობა, საყვარელი გუნდი?ჩემი საყვარელი მოთამაშე ლიონელ მესია ხოლო საყვარელი გუნდი კი ბარსელონა.

ფეხბურთის თამაშის და ვარჯიშის გარდა თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ და ასევე წიგნის კითხვაც აუცილებელია.

როგორ შეაფასებ შენ გუნდს?ჩემი გუნდი მაქსიმალირად ცდილობს რომ მაქსიმუმი დადოს ამ ჩემპიონატში, ისინი მართლაც საუკეთესონი არიან.

როგორ შეაფასებ წლევანდელ სეზონს?წლევანდელი სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო ჩვენთვის,მაგრამ იმედი გვაქვს გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომებს.

რა არის თქვენი მიზანი, საფეხბურთო კუთხით?ჩემი მიზანია გავხდე საუკეთესო ფეხბურთელი და გავაცნო ხალხს თავი.. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს?ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევთ რომ შევქმნათ საუკეთესო გუნდი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დავდოთ კარგი შედეგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.